Wednesday, April 11, 2012

აღდგომა კეთროვანება სულს თუ მოედო, ისე ჩათვალე,_ ვერ იკურნები, ლექსს რწმენის ხიბლიც თუ გამოენთო, მაშინ ჩაყარე სადმე ყურები. სხვისი იწილო რაში გჭირდება, საწნახელშია ყველა მტევანი, თუ გულისცემაც მაინც ხშირდება, ალალ ყოფილა ღამის თევანი. ღირსი მამების ლოცვა თან დაგაქვს, თან იხილები უფლის თვალებში, შენ სიჭარმაგემ ყრმობა დაგარქვა და მოგანიჭა აპოკალიფსი. არ მოგაკითხა არსთა გამრიგემ?! იცის,თვითონ რომ ძლევას გაუძლებ, ფიქრის ყველა მორჩს დაატარიგებ ცოდვილ სულების აურზაურზე. და თუ სიმჩატე არ მოგენიჭა, ნუღარ იდარდებ,უკვე გახვედი, და ავსებული სნებათა ფიჭა უკვეა წინსვლის გადასახედი. რა ვქნათ, თუ ხშირად ფერიც ბერბიჭობს და აღსავალი არ აქვს სიყრმემდე, მკერდში სახმილის სიცხეს გაირჭობს ყველა მოარულ ჭორის სიყბედე. არც ამაოა მთლად დასასრული, ის თან იახლებს სიყრმის უჯრედებს, რომც შემომაკლდეს ღვინო სასმურით, მზის ცხელ მეეტლეს ვერ გავუჩერებ. მე წავალ, მაგრამ არ წავა სითბო, რაც გაამთელებს ყველა სიცივეს, და შემორჩენილ ავყია ,,ვითომს" ყელზე მოაცმევს ჭეშმარიტ მძივებს. კოტე ნაჭყებია. 11 აპრილი, 2012 წელი.

No comments:

Post a Comment