Saturday, March 31, 2012

კაცმა არ იცის, კაცი რად ჰქვია,მაგრამ, რომ ჰკითხო, ფიქრობს, რომ კაცობს, ქვეყნად ვერავინ გამოარკვია ფიქრი რა აზრით უნდა მოჰქანცოს.მეც რომ არ ვიცი, რა ვარ,  რა ვიყავ, მე ხშირად ყველა ფეხზეც მკიდია, აქ უფლის ნებამ თუ გამომრიყა, ამის იქით ხომ ვნების ხიდია. ეკლის გვირგვინი ჩემი გემია, რითაც დავცურავ და დავაბიჯებ, აქ ღმერთმა ხელი შემახებინა არვისზე უწყებ უწმინდეს ნიჭზე. და დავყიალობ, როგორც არა რა, ვიცი, ხშირადაც ვარ უსამართლო, ვინც ეს წუთის მზე შემომატარა, იცის, მან კი არ, მე უნდა ვმართო.სამანის მიჯნა უსამანოა, სულს რომ არ ვაძლევთ ძალას ამოთქმის,ამ ქვეყნად ყოფნის ხიბლის გამოა, რომ აღარ ფასობს ვაშლი სამოთხის.
                                                        
                                                        კოტე/მცირე/ ნაჭყებია

Wednesday, March 21, 2012

დიდი ხანია ნაბდის დრო გავიდა,მაგრამ ჩვენ მაინც ვერა ვძლებთ უნაბდოდ, ჩვენ ვიცით ვალები, ვალები უფლის წინ,- უნაღდო. ამ ვალებს უფალი, ქართველებს, არა გვთხოვს, რადგანაც უფალს ეს ვალი თვით ადევს. რა, მტყუანი ვარ, გიჯერებ, ბატონო, ოღონდ შენ ახალი ისეთი რამე თქვი, რომ ეს უბედობა,ასე მოჩვეული, შეგვეცვალოს რამეთი. ვიცი, რომ ბედი ბედნიერს ცდის რაიმეთი, ხოლმე ისე შორეულად, რომ არა ჩანს იმედი. მაგრამ მე, რადგანაც მკვდარი ვარ, ისე ვით მისანმა, სჯობია შენ თავად საკუთარ იმ თავს რომ ემისნო,რომელმაც არ იცის რაა სიყვარული, და ვინაც საკუთარ სახესაც ვერ იცნობს. დღე ღიმილიანი ხშირად მაცდურია, მას  სხვისი შეცდენა ჩვენს  თვალში,  აროდეს უცდია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვიმედობთ, სუსტია. შეჩერდი,გაჩერდი, მოჩერდი, მიჩერდი...რას ეძებ, ვის ეძებ, რად ეძებ, რომ ეძებ?! ხომ არა სჯობია სიკვდილით რომ აღსდგე, და უცებ, და უცებ, რომ არ იცი, იმას რომ ეცე?! მუდმივი ბურია წყურვილის საწყისი, თუმცა მე ეს ბური მუდამდღე მწყურია,ვინა ხარ, სადა ხარ, როგორ ხარ, რადა ხარ, სამყარო სიცოცხლის ულევი ცურია. მე ამ სამყაროში ვარ მყარი სხეული, პატარა ტყავის ტილოში გახვეული,
ამ ტილოს კი ჯიჯგნის ხან ტურა, ხან მგელი, და მე კაც-არაკაცმა რა ვცოდო ამდენი? ბედის სარჩულია ღიმილის იმედი, უმისოდ სიცოცხლე ხოლმე რომ არა ღირს, ანაშა, თრიაქი, სიმღერა არაყის,  ბედნიერია, ის, ვისაც ეს არა ღლის. მე რომ არც ერთი არ ვიცი, არ მესმის?!
თიმთიმა დარდები რომ ლღვება ჰაერში?! კაცებო,/ქალების გამოკლებით/, მე ვკვდები, მაგრამ არ დაგნებდებით. 

Tuesday, March 20, 2012

ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,ფიქრნი მტკვრის პირას"

გაკვეთილის თემა: ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,ფიქრნი მტკვრის პიერას".
სწავლების საფეხური, დისციპლინა: მესამე საფეხური-საშუალო; მეატე კლასი; ქათული ლიტერატურა.
კლასში მოსწალეთა რაოდენობა: ათი მოსwავლე.
აქტივობის  მიზნები: 1.ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ,,ფიცრნი მტკვრის პირას" გაანალიზება. არნიშნავს,რას წარმოადგენს ტექსტი, ლიტერატურის ჟანრს რომელ  განეკუთვნება, რა მხატვრულ- გამომსახველობითი ხერხები(ეპითეტი, შედარება,მეტაფორა, ალეგორია, გაპიროვნებ და სხვ.) არის გამოყენებული ტექსტსი და რა მიზნით.(x 6)
2. მოსწავლე მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებსაზრს.მსჯელობს არგუმენტირებულად და ყურადრებას აქცევს იმ თანამიმდევრობას, რომლისკენაც ტექსტს მივყევართ საბოლოო დასკვნის ჩამოსყალიბებისაკენ. იყენებს ციტატებს საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად.(X1).
3.აყენებს თეზისს. მიმართავს ,,თავდასხმის'' ტაქტიკას ან იყენებს ,,ნაწილებად დაყოფისა'' და ,, შეჯამების" მეთოდებს. კორექტულია მოწინააღმდეგის მიმართ.(x3).
 4.მოსწავლე მიმართავს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის წერის სტრატეგიებს. წინასწარ აგროვებს მასალას, ირჩევს და კრიტიკულად აფასებს წყაროებს, მიუთითებს და იცავს მასალის დამოწმების წესებს. სწორად წერს ციტატებს(16).
მისაღწევი შედეგები: 1.მოსწავლე შეძლებს  მოცემული ტექსტიდან ამოკრიფოს საკვანზო ინფორმაციები, რომლითაც ავტორი აკეთებს საბოლოო დასკვნას. აანალიზებს, რა ხერხს მიმართავს განწყობილების შესაქმნელად; რატომ მდინარის პირად და არა ბუნების სხვა წიაღში? რატომ ამახვილებს ,,მოდუდუნე მტკვარზე'' ყურადღებას? რითი არის განპირობებული ეს სევდა და ჰყავს თუ არ თანამოზიარე? პოეტის სევდა პირადულია თუ საზოგადო? რას ნისნავს ,,საწყაული აღუვსებელი"? რატომ იხილავს კეთილი და ბოროტი მეფის მოღვაწეობას ცალ-ცალკე?
2.მოსწავლე გამოიმუშავებს უნარს, ჯგუფის ან კლასის საერთო პოზიციის წარმოსაჩენად. ახდენს ტექსტური მასალის  ციტირებას საკუთარი (ან ჯგუფის) აზრის არგუმენტირებისათვის. გამოაქვს სესაბამისი დასკვნა და შემოიფარგლება იმ კონკრეტული თემით (ან თემებით), რომელიც აუცილებელია .
3.მოსწავლეს შეუძლია: ჩაწვდეს მოწინააღმდეგის აზრს, დაუდასტუროს ან დაუპირისპირდეს საკუტარი არგუმენტებით. პატივი სცეს მოწინააღმდეგის აზრს, იყოს კორექტული და კონსტრიქციული.
4.მოსწავლე მოახერხებს აუდიტორიის დაპყრობას ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტებისა და არგუმენტების თანამიმდევრული მოყვანით,გამოთქვამს და აყალიბებს საკუთარ აზრს ან დგება იმათ პოზიციაზე, ვისი აზრიც მიაჩნია სწორად. შეუძლია მთავრისა და მეორეხარისხოვანის ურთიერთგამიჯვნა და ამის საფუძველზე მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა.
ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: ix-5,Ix-6,ix-8.
თანამიმდევრობა: აქტივობა პირველი_კლასში საგაკვეთილო განწყობის შექმნა-3 წუთი.
მოსწავლეებო! დღეს ჩვენ კიდევ ერტხელ შევეჭიდებით ქართული პოეზიის  ტიტანის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან კიდევ ერთ ნაწარმოებს. იმედია, არავინ შეშინებულა და ყველა სახეზეა. ტუ ასეა შევუდგექ საქმეს. ალბათ გახსოვთ, გთხოვეთ
წაგეკითხათ ეს ნაწარმოები და საკუთარი აზრი ჩამოგეყალიბებინათ. რა ნაწარმოებზე გვექნება საუბარი? დიახ. ,,ფიქრნი მტკვრის პირას."
 აქტივობა მეორე: წინარე ცოდნის შემოწმება-12 წუთი.
1.ხომ არ არის რაიმე განსხვავება ამ  და ჩვენს მიერ შესწავლილ მის სხვა ნაწარმოებს  შორის? რომლებზე გვაქვს საუბარი?
2.,, ბედი ქართლისა" არის ეპიკური ნაწარმოები, უფრო ზუსტად- პოემა. ხომ არ არის ამ პოემაში ისეთი რამ ჩართული, რომელიც, საერთო წარმოდგენით, პოემის ჩარჩოში ვერ თავსდება?
3. ლირიკული გადახვევა. თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ეს პოეტმა. რაიმე დატვირთვა ხომ არა აქვს მას?
4. ბუნება დარდებს განუქარვებს დამარცხებულ მეფე ერეკლეს. რაიმე საერთო თუ აქვს პოემის ამ ადგილს ჩვენს მიერ შესასწავლ ლექსს?
5.შეიძლება,_ პოემის იმ მონაკვეთსა და ამ ლექსს საერთო სათაური მოვუძებნოთ? ,,ფიქრები მდინარის პირას"? ყველანი თანახმა ხართ? ყოჩაღ, მესმის ასეთი ერთსულოვნება.
აქტივობა მესამე: ახალი მასალის ახსნა: ,, ფიქრნი მტკვრის პირას".-20 წუთი.
მოსწავლეებო, მერხებზე დევს თქვენ მიერვე ინტერნეტში მოძიებული მასალები: დიდი ქართველი მეფეების, ქართველი და მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების- პოეტების, მეცნიერების, სხვა მოღვაწეების სურათები. გაკვეთილის ბოლოსათვის ყველამ უნდა შეძლოს საერთო აზრის გამოტანა, ამ მასალების მოძიების გამო.
თქვენს წინ აგრეთვე დევს ვენის დიაგრამა, რომლის ერთ მხარეს დაწერილია ,,მერანი", მეორე მხარეს კი ,,ფიქრნი მტკვრის პირას". თქვენ გევალებათ თითეული სატაურის ქვეს დაწეროთ ის ციტატა, რომელიც საერთო აზრის გამომხატველია. ახლა კი მცირე დისკუსია:1.როგორ გგონიათ, ,,ფიქრთ გასართველად" სპეციალურად აირჩია მტკვრის სანაპირო? რატომ არ მიმართა, თუნდაც, მთაწმინდას?
2.რამეს ხომ არ მიგანიშნებთ სათაური: არა ფიქრი, არამედ ფიქრნი, მრავლობით რიცხვშია ნახმარი.
3.შევთანხმდით, რომ აქ ერტ, კონკრეტულ ფიქრე კი არ არის საუბარი, არამედ მოიცავს ფარტო სპექტრს.სწორია, მტკვარი მრავალი რროის მოწამეა,ის მოედინება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბევრი სახელოვანი ბრძოლა ჩატარებულა მის ნა჻ირებზე, ამიტომ აირჩია პოეტმა სწორედ მტკვარი, არაგვიც მტკვარს უერთდება.
4.მტკვრისადმი მიმართვის შემდეგ პოეტი ამბობს:,,არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩემი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება". აქ პირადი სევდაა მოცემული თუ საზოგადო? ისევ ერთსულოვნება!-პირადი. რითი იყო გამოწვეული ეს სევდა? მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში, თავისი კოჭლობის გამო.
5. რატომ დასწირდა პოეტს კონტრასტის შექმნა, კეთილი და ბოროტი მეფის საზრუნავის გამო?
6.თუ კაცობრიობას სიკვდილი უწერია, მაშინ სულ ერთია თუ არა, რანაირ საქმეს ჩაიდენ? არ არის სულერთი, ეს არის თქვენი საერთო დასკვნა.კარგი ან ცუდი  საქმე იმისთვის კი არ უნდა ვაკეთოთ თურმე,რომ ვინმემ დაინახოს და შეაფასოს, არამედ:
 ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს."
 რა ყოფილა ამ ლექსის მთავარი სათქმელი:ადამიანის უმთავრესი ამქვეყნიური დანიშნულება. თქვენთან ერთად შევზელით ამოგვეცნო ის უზარმაზარი აზრი, რასაც სრულიად ახალგაზრდა კაცი უტოვებდა კაცობრიობას. ალბათ ახლა არ გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, საქართველოს სახელოვან შვილებთან ერთად რატმ შევეცადეთ მოგვეძია მსოფლიოს დიდი პიროვნებების სურათები, მათ სოჶლისთვის იზრუნეს.
 ახლა კი გთხოვთ, ვენურ დიაგრამასი თითეულ ლექსს მიუწეროთ მთავარი აზრის გამომხატველი ციტატები./,,მერანი" ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება, და გზა უვალი,სენგან თელილი, მერანო, ჩემო, მაინც დარჩება". ,,ფიქრნი მტკვრის პირას" _ ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს." შუაში-ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება.
აქტივობა მეოთხე:  შეფასება-10 წუთი.
 შეფასება ხდება შეფასების კრიტერიუმის მიხედვით.რადგანაც ამ შემთხვევაში არ გვაცვს შემაჯამებელი გაკვეთილი,გამოვიყენებ მიმდინარე განმავითარებელი შეფასების ტიპს.გამოკითხულ მოსწავლეს გააკეთოს თვითშეფასება, ამის სემდეგ ვთხოვ მის თანატოლებს, კომენტარი გაუკეთონ თანატოლის თვითშეფასებას, საბოლოოდ კი მე თავად გავაკეტებ კომენტარს. გამოვიყენებ შეფასებისა და თვითსეფასების ცხრილს.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათებლო რესურსები: კომპიუტერები მოსწავლეებმა გამოიყენეს იმ სურათებისა და პორტრეტების მოსაძიებლად, რომელიც მიიჩნიეს საჭიროდ.ინფორმაციის წყაროები: ელექტრონული-კომპიუტერი.www.google.com.ნიკოლოზ ბარათაშვილი; ბაირონი  ; ადამ მიცკევიჩი.www.slaideShare. დიდი ქართველი მეფეები. forum.tsu.ge.საქართველოს უდიდესი მეფეებიka.wikipedia.org./wik/სამოციანელები; ექვთიმე თაყაიშვილი.
 დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო.

ნიკოლოზ ბარათაშვილი


Saturday, March 17, 2012

არ ვკლასიკოსობ

ჩემი ნაჯღაბნი არავის უნდა,
არა იმიტომ, რომ აღარ ესმით,
დღეს ბრწყინვალე და შესანიშნავი
ჩვენთან არავის სწყურია ლექსი.

ნუ, ნუ იფიქრებთ, რომ ვკლასიკოსობ,
არც არაფერი მწყინს მავანების,
გულს მიკლავს მხოლოდ უსულგულობის, –
უქართველობის  ჩამოვანება.



ეს ჩემი წერილია.გაცნობებთ ყველას, ვინც მიცნობს და არ მიცნობს, მაგრამ გაცნობა უნდა: მე აგერა ვარ და ჩემი ნაბადიც აგერ დევს. გავშალოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი სიხარული და ტკივილები. ადმიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი.

Friday, March 16, 2012

ახალი სურათი

აქ მეორე სურათს ვაქვეყნებ

ჩემი სურათები

აქ არის ჩემი პირველი სურათი

პირველი პოსტი

ეს არის ჩემი პირველი პოსტი. დღეიდან ყველა იყავით ფრთხილად და ყურადღებბით. დანაღმულ წერილებს ავაფეთქებ, ისეთ წერილებს, რომ მე თვითონ შემრცხვეს ჩემი უცოდინრობის.

სურათიანი პოსტი