Thursday, January 10, 2013



გაიქეცი,გაიქეცი, რომ მოგდევენ, ხომ ხედავ. წინ გზა არის, უკან ზარი, არ გაბედო მოხედვა. ყველა რაში გაიფიცა და აქლემი დაეცა, ახლა საკუთარი თავის პანაშვიდებს დაესწარ. კი, მწარეა შენი კუბო, მაგრამ სჯობნის სარკოფაგს, ზოგჯერ ერთი ფასი ადევს ყოფნასა და არ ყოფნას.იმ კბოდეზე გადავარდი, გამოუსხლტი შავარდენს, იქნებ  წყალში გახსნა სჯობდეს სხვის ხახაში ჩავარდნას. იქნებ ლექსად ყოფნა სჯობნის, წარმოთქმული ექსპრომტად, მუზეუმში ჩამოდებულ თავის ქალის ექსპონატს. გაიქეცი, გაიქეცი, რომ მოგდევენ ხომ ხედავ, წინ გზა არის, უკან ზარი არ გაბედო მოხედვა.

        10.01. 2013 წელი თბილისი.

Wednesday, April 11, 2012

აღდგომა კეთროვანება სულს თუ მოედო, ისე ჩათვალე,_ ვერ იკურნები, ლექსს რწმენის ხიბლიც თუ გამოენთო, მაშინ ჩაყარე სადმე ყურები. სხვისი იწილო რაში გჭირდება, საწნახელშია ყველა მტევანი, თუ გულისცემაც მაინც ხშირდება, ალალ ყოფილა ღამის თევანი. ღირსი მამების ლოცვა თან დაგაქვს, თან იხილები უფლის თვალებში, შენ სიჭარმაგემ ყრმობა დაგარქვა და მოგანიჭა აპოკალიფსი. არ მოგაკითხა არსთა გამრიგემ?! იცის,თვითონ რომ ძლევას გაუძლებ, ფიქრის ყველა მორჩს დაატარიგებ ცოდვილ სულების აურზაურზე. და თუ სიმჩატე არ მოგენიჭა, ნუღარ იდარდებ,უკვე გახვედი, და ავსებული სნებათა ფიჭა უკვეა წინსვლის გადასახედი. რა ვქნათ, თუ ხშირად ფერიც ბერბიჭობს და აღსავალი არ აქვს სიყრმემდე, მკერდში სახმილის სიცხეს გაირჭობს ყველა მოარულ ჭორის სიყბედე. არც ამაოა მთლად დასასრული, ის თან იახლებს სიყრმის უჯრედებს, რომც შემომაკლდეს ღვინო სასმურით, მზის ცხელ მეეტლეს ვერ გავუჩერებ. მე წავალ, მაგრამ არ წავა სითბო, რაც გაამთელებს ყველა სიცივეს, და შემორჩენილ ავყია ,,ვითომს" ყელზე მოაცმევს ჭეშმარიტ მძივებს. კოტე ნაჭყებია. 11 აპრილი, 2012 წელი.

Tuesday, April 10, 2012

უაზრო აზრებს მითვლის ეშმაკი, /თუმც უაზრობაც ხშირად აზრია/, ღამე მიგია როგორც ქვეშაგი და ცას ავყურებ ბნელს და ბრაზიანს. ვიღაცა ცდილობს გამომიჭიროს, იმ ტყუილებში, რაც არ მითქვია, დაღლილი ფიქრი თავით მიჭირავს და შორს ვაგზავნი თვალებს კითხვიანს. მეაჩრდილება ცხადი სიზმარი, ღამე სასთუმალს ჩემთან არ სძინავს, დღეს სამრეკლოზე თვითონ ვიზარე, მან კი სამყარო გადამაძვრინა. მოცახცახე ზღვის ცისფერ სარკეზე ამოტივტივდა უფლის პროფილი, და მე რითმებით მოასპარეზე იქვე ვეჩოქე გულგაპობილი. უაზრო აზრმაც წამში იაზრა, და განიდევნა ყველა მაცილი, და ზეცაჩაღვრილ იის სინაზით საკუთარ სირრმეს გადავაცილე. კოტე ნაჭყებია, ჩხოროწყუ,10 აპრილი, 2012 წელი.

Monday, April 9, 2012

me mogonebiT ukve daveci, da arc warsuli minda vixilo, am usarsulo me da RameSi, sad gaifurrchna cemi Ririlo. Xsovnis saRamo isec viwroobs, da  Ramimdeli  me ra damrCeba, msgavsi yovelTvis isev msgavsa Sobs, raRa azri aqvs maSin arCevans. me am wuTidan ukve wams mivdev,da araferi mrCeba sadao, raic mindoda, ukve ar minda, rmerTmac ar icis, sad ibanaos. wuTisofeli ise flidia,  tviTon gaswavlis xolme flidobas, poemebs wahyva vaJas mindia, da me SemovrCi uamindobas. wamis Rameebs ukve sxva iTvlis,
imaze meti, vidre fiqria, erti rmerTia yvela ramisTvis, sxva ki me TviTon ar semiqmnia.