გაკვეთილის თემა: ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,ფიქრნი მტკვრის პიერას".
სწავლების საფეხური, დისციპლინა: მესამე საფეხური-საშუალო; მეატე კლასი; ქათული ლიტერატურა.
კლასში მოსწალეთა რაოდენობა: ათი მოსwავლე.
აქტივობის მიზნები: 1.ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ,,ფიცრნი მტკვრის პირას" გაანალიზება. არნიშნავს,რას წარმოადგენს ტექსტი, ლიტერატურის ჟანრს რომელ განეკუთვნება, რა მხატვრულ- გამომსახველობითი ხერხები(ეპითეტი, შედარება,მეტაფორა, ალეგორია, გაპიროვნებ და სხვ.) არის გამოყენებული ტექსტსი და რა მიზნით.(x 6)
2. მოსწავლე მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებსაზრს.მსჯელობს არგუმენტირებულად და ყურადრებას აქცევს იმ თანამიმდევრობას, რომლისკენაც ტექსტს მივყევართ საბოლოო დასკვნის ჩამოსყალიბებისაკენ. იყენებს ციტატებს საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად.(X1).
3.აყენებს თეზისს. მიმართავს ,,თავდასხმის'' ტაქტიკას ან იყენებს ,,ნაწილებად დაყოფისა'' და ,, შეჯამების" მეთოდებს. კორექტულია მოწინააღმდეგის მიმართ.(x3).
4.მოსწავლე მიმართავს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის წერის სტრატეგიებს. წინასწარ აგროვებს მასალას, ირჩევს და კრიტიკულად აფასებს წყაროებს, მიუთითებს და იცავს მასალის დამოწმების წესებს. სწორად წერს ციტატებს(16).
მისაღწევი შედეგები: 1.მოსწავლე შეძლებს მოცემული ტექსტიდან ამოკრიფოს საკვანზო ინფორმაციები, რომლითაც ავტორი აკეთებს საბოლოო დასკვნას. აანალიზებს, რა ხერხს მიმართავს განწყობილების შესაქმნელად; რატომ მდინარის პირად და არა ბუნების სხვა წიაღში? რატომ ამახვილებს ,,მოდუდუნე მტკვარზე'' ყურადღებას? რითი არის განპირობებული ეს სევდა და ჰყავს თუ არ თანამოზიარე? პოეტის სევდა პირადულია თუ საზოგადო? რას ნისნავს ,,საწყაული აღუვსებელი"? რატომ იხილავს კეთილი და ბოროტი მეფის მოღვაწეობას ცალ-ცალკე?
2.მოსწავლე გამოიმუშავებს უნარს, ჯგუფის ან კლასის საერთო პოზიციის წარმოსაჩენად. ახდენს ტექსტური მასალის ციტირებას საკუთარი (ან ჯგუფის) აზრის არგუმენტირებისათვის. გამოაქვს სესაბამისი დასკვნა და შემოიფარგლება იმ კონკრეტული თემით (ან თემებით), რომელიც აუცილებელია .
3.მოსწავლეს შეუძლია: ჩაწვდეს მოწინააღმდეგის აზრს, დაუდასტუროს ან დაუპირისპირდეს საკუტარი არგუმენტებით. პატივი სცეს მოწინააღმდეგის აზრს, იყოს კორექტული და კონსტრიქციული.
4.მოსწავლე მოახერხებს აუდიტორიის დაპყრობას ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტებისა და არგუმენტების თანამიმდევრული მოყვანით,გამოთქვამს და აყალიბებს საკუთარ აზრს ან დგება იმათ პოზიციაზე, ვისი აზრიც მიაჩნია სწორად. შეუძლია მთავრისა და მეორეხარისხოვანის ურთიერთგამიჯვნა და ამის საფუძველზე მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა.
ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: ix-5,Ix-6,ix-8.
თანამიმდევრობა: აქტივობა პირველი_კლასში საგაკვეთილო განწყობის შექმნა-3 წუთი.
მოსწავლეებო! დღეს ჩვენ კიდევ ერტხელ შევეჭიდებით ქართული პოეზიის ტიტანის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან კიდევ ერთ ნაწარმოებს. იმედია, არავინ შეშინებულა და ყველა სახეზეა. ტუ ასეა შევუდგექ საქმეს. ალბათ გახსოვთ, გთხოვეთ
წაგეკითხათ ეს ნაწარმოები და საკუთარი აზრი ჩამოგეყალიბებინათ. რა ნაწარმოებზე გვექნება საუბარი? დიახ. ,,ფიქრნი მტკვრის პირას."
აქტივობა მეორე: წინარე ცოდნის შემოწმება-12 წუთი.
1.ხომ არ არის რაიმე განსხვავება ამ და ჩვენს მიერ შესწავლილ მის სხვა ნაწარმოებს შორის? რომლებზე გვაქვს საუბარი?
2.,, ბედი ქართლისა" არის ეპიკური ნაწარმოები, უფრო ზუსტად- პოემა. ხომ არ არის ამ პოემაში ისეთი რამ ჩართული, რომელიც, საერთო წარმოდგენით, პოემის ჩარჩოში ვერ თავსდება?
3. ლირიკული გადახვევა. თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ეს პოეტმა. რაიმე დატვირთვა ხომ არა აქვს მას?
4. ბუნება დარდებს განუქარვებს დამარცხებულ მეფე ერეკლეს. რაიმე საერთო თუ აქვს პოემის ამ ადგილს ჩვენს მიერ შესასწავლ ლექსს?
5.შეიძლება,_ პოემის იმ მონაკვეთსა და ამ ლექსს საერთო სათაური მოვუძებნოთ? ,,ფიქრები მდინარის პირას"? ყველანი თანახმა ხართ? ყოჩაღ, მესმის ასეთი ერთსულოვნება.
აქტივობა მესამე: ახალი მასალის ახსნა: ,, ფიქრნი მტკვრის პირას".-20 წუთი.
მოსწავლეებო, მერხებზე დევს თქვენ მიერვე ინტერნეტში მოძიებული მასალები: დიდი ქართველი მეფეების, ქართველი და მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების- პოეტების, მეცნიერების, სხვა მოღვაწეების სურათები. გაკვეთილის ბოლოსათვის ყველამ უნდა შეძლოს საერთო აზრის გამოტანა, ამ მასალების მოძიების გამო.
თქვენს წინ აგრეთვე დევს ვენის დიაგრამა, რომლის ერთ მხარეს დაწერილია ,,მერანი", მეორე მხარეს კი ,,ფიქრნი მტკვრის პირას". თქვენ გევალებათ თითეული სატაურის ქვეს დაწეროთ ის ციტატა, რომელიც საერთო აზრის გამომხატველია. ახლა კი მცირე დისკუსია:1.როგორ გგონიათ, ,,ფიქრთ გასართველად" სპეციალურად აირჩია მტკვრის სანაპირო? რატომ არ მიმართა, თუნდაც, მთაწმინდას?
2.რამეს ხომ არ მიგანიშნებთ სათაური: არა ფიქრი, არამედ ფიქრნი, მრავლობით რიცხვშია ნახმარი.
3.შევთანხმდით, რომ აქ ერტ, კონკრეტულ ფიქრე კი არ არის საუბარი, არამედ მოიცავს ფარტო სპექტრს.სწორია, მტკვარი მრავალი რროის მოწამეა,ის მოედინება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბევრი სახელოვანი ბრძოლა ჩატარებულა მის ნა჻ირებზე, ამიტომ აირჩია პოეტმა სწორედ მტკვარი, არაგვიც მტკვარს უერთდება.
4.მტკვრისადმი მიმართვის შემდეგ პოეტი ამბობს:,,არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩემი ცხოვრება რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება". აქ პირადი სევდაა მოცემული თუ საზოგადო? ისევ ერთსულოვნება!-პირადი. რითი იყო გამოწვეული ეს სევდა? მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში, თავისი კოჭლობის გამო.
5. რატომ დასწირდა პოეტს კონტრასტის შექმნა, კეთილი და ბოროტი მეფის საზრუნავის გამო?
6.თუ კაცობრიობას სიკვდილი უწერია, მაშინ სულ ერთია თუ არა, რანაირ საქმეს ჩაიდენ? არ არის სულერთი, ეს არის თქვენი საერთო დასკვნა.კარგი ან ცუდი საქმე იმისთვის კი არ უნდა ვაკეთოთ თურმე,რომ ვინმემ დაინახოს და შეაფასოს, არამედ:
,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს."
რა ყოფილა ამ ლექსის მთავარი სათქმელი:ადამიანის უმთავრესი ამქვეყნიური დანიშნულება. თქვენთან ერთად შევზელით ამოგვეცნო ის უზარმაზარი აზრი, რასაც სრულიად ახალგაზრდა კაცი უტოვებდა კაცობრიობას. ალბათ ახლა არ გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, საქართველოს სახელოვან შვილებთან ერთად რატმ შევეცადეთ მოგვეძია მსოფლიოს დიდი პიროვნებების სურათები, მათ სოჶლისთვის იზრუნეს.
ახლა კი გთხოვთ, ვენურ დიაგრამასი თითეულ ლექსს მიუწეროთ მთავარი აზრის გამომხატველი ციტატები./,,მერანი" ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება, და გზა უვალი,სენგან თელილი, მერანო, ჩემო, მაინც დარჩება". ,,ფიქრნი მტკვრის პირას" _ ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს." შუაში-ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება.
აქტივობა მეოთხე: შეფასება-10 წუთი.
შეფასება ხდება შეფასების კრიტერიუმის მიხედვით.რადგანაც ამ შემთხვევაში არ გვაცვს შემაჯამებელი გაკვეთილი,გამოვიყენებ მიმდინარე განმავითარებელი შეფასების ტიპს.გამოკითხულ მოსწავლეს გააკეთოს თვითშეფასება, ამის სემდეგ ვთხოვ მის თანატოლებს, კომენტარი გაუკეთონ თანატოლის თვითშეფასებას, საბოლოოდ კი მე თავად გავაკეტებ კომენტარს. გამოვიყენებ შეფასებისა და თვითსეფასების ცხრილს.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათებლო რესურსები: კომპიუტერები მოსწავლეებმა გამოიყენეს იმ სურათებისა და პორტრეტების მოსაძიებლად, რომელიც მიიჩნიეს საჭიროდ.ინფორმაციის წყაროები: ელექტრონული-კომპიუტერი.www.google.com.ნიკოლოზ ბარათაშვილი; ბაირონი ; ადამ მიცკევიჩი.www.slaideShare. დიდი ქართველი მეფეები. forum.tsu.ge.საქართველოს უდიდესი მეფეებიka.wikipedia.org./wik/სამოციანელები; ექვთიმე თაყაიშვილი.
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
No comments:
Post a Comment