Wednesday, March 21, 2012

დიდი ხანია ნაბდის დრო გავიდა,მაგრამ ჩვენ მაინც ვერა ვძლებთ უნაბდოდ, ჩვენ ვიცით ვალები, ვალები უფლის წინ,- უნაღდო. ამ ვალებს უფალი, ქართველებს, არა გვთხოვს, რადგანაც უფალს ეს ვალი თვით ადევს. რა, მტყუანი ვარ, გიჯერებ, ბატონო, ოღონდ შენ ახალი ისეთი რამე თქვი, რომ ეს უბედობა,ასე მოჩვეული, შეგვეცვალოს რამეთი. ვიცი, რომ ბედი ბედნიერს ცდის რაიმეთი, ხოლმე ისე შორეულად, რომ არა ჩანს იმედი. მაგრამ მე, რადგანაც მკვდარი ვარ, ისე ვით მისანმა, სჯობია შენ თავად საკუთარ იმ თავს რომ ემისნო,რომელმაც არ იცის რაა სიყვარული, და ვინაც საკუთარ სახესაც ვერ იცნობს. დღე ღიმილიანი ხშირად მაცდურია, მას  სხვისი შეცდენა ჩვენს  თვალში,  აროდეს უცდია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვიმედობთ, სუსტია. შეჩერდი,გაჩერდი, მოჩერდი, მიჩერდი...რას ეძებ, ვის ეძებ, რად ეძებ, რომ ეძებ?! ხომ არა სჯობია სიკვდილით რომ აღსდგე, და უცებ, და უცებ, რომ არ იცი, იმას რომ ეცე?! მუდმივი ბურია წყურვილის საწყისი, თუმცა მე ეს ბური მუდამდღე მწყურია,ვინა ხარ, სადა ხარ, როგორ ხარ, რადა ხარ, სამყარო სიცოცხლის ულევი ცურია. მე ამ სამყაროში ვარ მყარი სხეული, პატარა ტყავის ტილოში გახვეული,
ამ ტილოს კი ჯიჯგნის ხან ტურა, ხან მგელი, და მე კაც-არაკაცმა რა ვცოდო ამდენი? ბედის სარჩულია ღიმილის იმედი, უმისოდ სიცოცხლე ხოლმე რომ არა ღირს, ანაშა, თრიაქი, სიმღერა არაყის,  ბედნიერია, ის, ვისაც ეს არა ღლის. მე რომ არც ერთი არ ვიცი, არ მესმის?!
თიმთიმა დარდები რომ ლღვება ჰაერში?! კაცებო,/ქალების გამოკლებით/, მე ვკვდები, მაგრამ არ დაგნებდებით. 

No comments:

Post a Comment